შვედეთმა უკრაინისთვის დახმარებს მეოთხე პაკეტი დააანონსა, რომელიც ითვალისწინებს იარაღის გაგზავნას და ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინელი სამხედროების საჭიროებებისათვის. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ განაცხადა.
"შვედეთი უკრაინას გადასცემს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს, ანტისატანკო იარაღსა და 12,7 მმ-ის ცეცხლსასროლ იარაღს. დახმარების მეოთხე პაკეტი ასევე მოიცავს ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისათვის. პაკეტის საერთო ღირებულება 95 მლნ ევროზე მეტია. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ უნდა დამთავრდეს", - წერს მინისტრი Twitter-ზე.
შვედეთმა ჯერ კიდევ 27 თებერვალს განაცhttps://ghn.ge/news/279901-ukraina-pirveli-kveqanaa-romelsats-shvedeti-1939-tslis-shemdeg-iaraghs-miatsvdisხადა, რომ უარს ამბობდა ტრადიციულ ნეიტრალიტეტზე და უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევდა. მაშინ სტოკჰოლმა უკრაინას 5 000 ტანსაწინააღმდეგო ერთჯერადი სარაკეტო გამშვებები, 5 000 ცალ ჯავშანჟილეტი, 5 000 ერთეული ჩაფხუტი და 135 000 ერთული საკვებ პაკეტი გაუგზავნა.
მარტში შვედეთმა თქვა, რომ უკრაინაში დამატებით კიდევ 5 000 რაკეტას გააგზავნიდა.