შვედეთის პრემიერ-მინისტრის მაგდალენა ანდერსონის განცხადებით, შვედეთი უკრაინას გაუგზავნის სამხედრო და სხვა სახის დახმარებას.
ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას, პრემიერ-მინისტრმა ანდერსონმა განაცხადა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა 1939 წლის შემდეგ, როდესაც შვედეთი კონფლიქტში ჩართულ ქვეყანას სამხედრო დახმარებას გაუწევს.
1939 წელს შევედეთმა ფინეთს მიაწოდა იარაღი საბჭოთა კავშირის შეჭრის დროს.
მაგდალენა ანდერსონის განცხადებით, შვედეთი უკრაინას 5 000 ტანსაწინააღმდეგო ერთჯერად სარაკეტო გამშვებებს, 5 000 ცალ ჯავშანჟილეტს, 5 000 ერთეულ ჩაფხუტს და 135 000 ერთულ საკვებ პაკეტს გაუგზავნია.
"ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება ის, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის უნარს, დაიცვას თავი რუსეთისგან", - განაცხადა ანდეროსონმა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პირველად ისტორიაში, ევროკავშირი იარაღს მიაწვდის უკრაინას.