"ქრისტიან-დემოკრატები" საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, "უარი უთხრან ხელისუფლებას მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაძვირებაზე".
ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ინგა გრიგოლიამ საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ, "ქრისტიან-დემოკრატები" მოვუწოდებთ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს საკრებულოში, რომ უარი უთხრან ხელისუფლებას მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირების ინიციატივაზე," - განაცხადა გრიგოლიამ.
მისივე თქმით, თუკი დედაქალაქის ხელისუფლება საკითხს დაამტკიცებს, "ქრისტიან-დემოკრატები" მას, როგორც "მძიმე დანაშაულს", ისე შეაფასებენ.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით ძვირდება.