ასტანაში დაგეგნილ ეუთოს სამიტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტის ეუთოს სამიტზე დასწრება უკვე გადაწყვეტილია.
"მიხეილ სააკაშვილი ეუთოს სამიტს აუცილებლად დაესწრება, თუ რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორი არ გამოჩნდა", - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ, თუმცა პრეზიდენტის გამგზავრების თარიღი არ დაუკონკრეტებია.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას სავარაუდოდ, პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ხვალ, 30 ნოემბერს, სამშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ 1-2 დეკემბერს ასტანაში ეუთოს სამიტია დაგეგმილი. ქართული დელეგაციის ნაწილი ასტანაში უკვე გაემგზავრა და იქ სამუშაო შეხვედრებს მართავს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ იქ ხვალ ჩავა.