ირანმა ჩრდილოეთ კორეისგან რუსეთის თანამედროვე რაკეტის ანალოგით დამზადებული რაკეტების სერია შეიძინა.
ამის შესახებ გაზეთი "The New York Times"-ი ინტერნეტ გვერდ " WikiLeaks "-ის მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს და აქვე განმარტავს, რომ რაკეტების ფრენის სიშორე ირანის ისლამურ რესპუბლიკას საშუალება მისცემს იერიში და დარტყმა მიიტანოს, როგორც დასავლეთ ევროპის დედაქალაქებზე, ისე მოსკოვზე.
მასალებიდან, რომლებიც 2010 წლის 24 თებერვლითაა დათარიღებული, ცნობილი ხდება, რომ ირანმა ჩრდილოეთ კორეისგან შეიძინა 19 რაკეტა "რ-27" სერიიდან, რომელთა სიმძლავრეც მნიშვნელოვნად აღემატება ვაშინგტონის მიერ ოფიციალურად აღიარებულს.
ინტერნეტ გვერდ " WikiLeaks "-ის მიერ გამოქვეყნებულია 250 ათას საიდუმლო მასალაზე მეტი, დეპეშები და წერილები, რომლებსაც ამერიკული საელჩოები ვაშინგტონში აგზავნიდნენ.
" WikiLeaks ს"-სმა თავისი მასალები რიგ დასავლურ გამოცემებს მიაწოდა, რომლებმაც მათგან ამონარიდების გამოქვეყნება დაიწყეს. დოკუმენტებიდან ამონარიდებს აქვეყნებენ " The Guardian "-ი, " The New York Times "-ი, " Spiegel Online "-ი, " El Pais "-ი და " Le Monde ".