უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა BBC-სთან ინტერვიუში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინისთვის მიყენებულ ზარალსა და ინსფრასტრუქტურის აღდგენის თაობაზე კიევის გეგმებზე ისაუბრა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომის დროს განადგურდა 25 ათას კილომეტრზე მეტი გზა, რამდენიმე ასეული ხიდი და 12 აეროპორტი, მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა 100-ზე მეტი სასწავლო და 500-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება და 200-მდე სამრეწველო საწარმო.
"ჩვენი ეკონომიკა 35%-ით არ ფუნქციონირებს, 300 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დანაღმულია ან შეიძლება იყოს აუფეთქებელი საბრძოლო მასალები", - განაცხადა მან.
შმიგალის თქმით, უკრაინამ საომარი მოქმედებების შედეგად წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 30-დან 50%-მდე დაკარგა, ბიუჯეტის ყოველთვიური დეფიციტი 5 მილიარდი დოლარია, ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაზე ჯამური პირდაპირი ზიანი, სხვადასხვა შეფასებით, 600 მილიარდ დოლარს აღწევს.
მანხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობამ უკვე გამოყო 50 მილიარდ დოლარზე მეტი რეკონსტრუქციისთვის იმ ადგილებში, სადაც ეს უკვე შესაძლებელია.
შემდეგი ნაბიჯი, მისი თქმით, უნდა იყოს საბაზისო ინფრასტრუქტურის აღდგენა, როგორიცაა ხიდები და გზები, ასევე ელექტროენერგიის და წყლის სისტემები.
და ბოლოს, მესამე ეტაპზე, მთელი ქვეყანა მთლიანად აღდგება.
"ჩვენ გვინდა ავაშენოთ ახალი უკრაინა", - განაცხადა პრემიერმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას საკუთარი სახსრები, საერთაშორისო დახმარება და რუსული ფული დასჭირდება.
"დარწმუნებული ვართ, რომ აგრესორი ვალდებულია, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი", - განაცხადა შმიჰალმა. "და ნათელია, რომ ეს უნდა მოხდეს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევისა და უკრაინისთვის გადაცემის ხარჯზე, რათა აღდგეს ჩვენი სახელმწიფო".