"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია შიდა ქართლში იმყოფება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ალასანია ქარელის რაიონში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან იწყებს შეხვედრებს.
დაგეგმილია სოფლების: ცერონისის, ატოცის, ჭვრინისის, კოდას და ბრეძას მონახულება და მათი მაცხოვრებლების პრობლემების მოსმენა.