მთავრობის მიერ მომზადებული პაკეტი პარლამენტში დღეს შევა და დეპუტატები დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.
საპენსიო რეფორმა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, რომლის მიხედვითაც ვეტერანთა დეპარტამენტი ჯანდაცვიდან თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა.
დეპუტატები დღესვე კიდევ ერთ ცვლილებას განიხილავენ, რომელიც შრომის კოდექსში შედის და რომლის მიხედვითაც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ე.წ. დეკრეტული შვებულების მინიმალური ანაზღაურება ნაცვლად 150 ლარისა 600 ლარით განისაზღვრება.