"ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები" შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
ირაკლი ალასანიამ გორის რაიონის სოფლების მეჯვრის, კირბალის, ბერშუეთის, სობისის, ზეღდულეთის, კარალეთის და ქიწნისის მოსახლეობისგან პრობლემებზე მოისმინა ინფორმაცია.
"ზამთარი რომ გადაიტანონ საჭიროა ამ ადამიანების ფქვილით და შეშით მომარაგება. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სამუშაოები რომ ამ სოფლებში მალე მოხდეს სარწყავი არხის რეაბილიტაცია", - განუცხადა გორის რაიონის სოფლების მოსახლეობას ირაკლი ალასანიამ.
ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპირება, რომ მოსახლება ზამთრის სეზონისთვის ფქვილს და შეშას მიიღებდა ამ დრომდე შესრულებული არ არის.
ამასთან, მსგავსი შეხვედრები 29 ნოემბერს ირაკლი ალასანიას ქარელის რაიონის მოსახლებასთანაც აქვს დაგეგმილი.