გავლენიანი ამერიკული გამოცემის, Time-ის მკითხველებმა ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს.
Time-ის ინფორმაციით, უკრაინის 44 წლის პრეზიდენტმა 3.3 მილიონი ხმა, ანუ მკითხველთა საერთო ხმების 5 პროცენტი მიიღო.
გამოცემის მკითხველთა გამოკითხვის თანახმად, მეორე ადგილზე Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, ხმების 3.5 პროცენტით გავიდა.
მესამე ადგილზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ხმების 3,4 პროცენტით გავიდა. შემდეგ მოდიან სამედიცინო მუშაკები, რომელთა პროფესიისადმი ერთგულებამ ხელი შეუწყო COVID-19-ის გავრცელების შეჩერებას - მათ მიიღეს ხმების 3.2 პროცენტი.
3.1%-ით მეხუთე ადგილზე გავიდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
საბოოლოოდ, Time-ის რედაქტორები გადაწყვეტენ ვინ მოხვდება 100 ყველაზე გავლენიან პირთა სიაში და ის 23 მაისს გამოვა.
2021 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანამ Time-მა ილონ მასკი დაასახელა.