გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ TIME-მა 2021 "წლის ადამიანად" SpaceX-ის დამფუძნებელი, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორი, მილიარდერი ილონ მასკი დაასახელა.
"წლის ადამიანის წოდება გავლენის მაჩვენებელია. ცოტა ადამიანს თუ აქვს იმაზე დიდი გავლენა დედამიწაზე არსებულ ცხოვრებაზე, და შესაძლოა მის მიღმაც, ვიდრე ილონ მასკს. 2021 წელს მასკი გახდა არა მხოლოდ უმდიდრესი ადამიანი მსოფლიოში, არამედ, სავარაუდოდ, ჩვენს საზოგადოებაში მასშტაბური ცვლილების ყველაზე მკაფიო მაგალითი", - თქვა გამოცემის რედაქტორმა ედუარდ ფელზენტალმა.
Forbes-მა 26 ოქტომბრის მონაცემებით, Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელი გახდა უმდიდრესი ადამიანი ისტორიაში - იმ დროს მისი ქონება 272.3 მილიარდ დოლარად (240 მილიარდი ევრო) შეფასდა.
2020 წელს Time-მა წლის ადამიანად ერთდროულად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაასახელა.