"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პატიმართა უფლების დაცვის კომისიის წარმომადგენლებმა სასჯელაღსრულების სამინისტროს რუსთავის #1 და გლდანის #8 დაწესებულებებში მონიტორინგი ჩაატარეს.
კომისიის თავმჯდომარის, თამაზ ბაკურიძის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ისევ არსებობს გაუთავებელი რიგებიGამანათებზე და საათობით რიგში დგომა უწევთ ადვოკატებსაც. მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრის ახალი ბრძანების შესაბამისად, ადვოკატმა იმდენჯერ ხელახლა უნდა დაიკავოს რიგი, რამდენ პატიმართან შეხვედრასაც გეგმავს.
"ქრისტიან-დემოკრატებს" შენიშვნა აქვთ პაემნებთან დაკავშირებული ბიუროკრატიული ბარიერების გამოც, რაც პატიმართან შესახვედრად უამრავი აუცილებელი საბუთის წარდგენას გულისხმობს.
თამაზ ბაკურიძის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვების გამო, ხშირ შემთხვევაში პატიმარი იძულებულია მისთვის საჭირო თეთრეული, ტანისამოსი, პროდუქტი თუ სხვა ნივთი ციხის მაღაზიაში შეიძინოს, სადაც ფასები ბევრად აღემტება ჩვეულებრივ საბაზრო ფასებს.
"ქრისტიან დემოკრატები" მოუწოდებენ სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ყველა ამ დარღვევაზე.