რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდნენ.
ირაკლი ჩიქოვანმა, მამუკა კაციტაძემ და კახა კუკავამ ზბიგნევ რიბაცკის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფში მიმდინარე პროცესები და ჯგუფის ფარგლებში რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ერთობლივი წინადადებები გააცნეს.
რვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა მიმართეს ნატოს სამეკავშირეო ოფისის რათა ისინი ჩართულყვნენ დამკვილებლის სტატუსით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობაში. აღნიშნული თხოვნა გათვალისწინებულ იქნა, შესაბამისად მომავალი ოთხშაბათიდან ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრებიან ჯგუფის მუშაობას.
ნატოს ლისაბონის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში განსაკუთრებული ყურადრება დაეთმო საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობის პროცესს და უშაუალოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით ჩასაატერბულ სამუშაობებს. ამავე დეკლარაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ პროცესებში თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის საქმიანობას.