"თეთრების" თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ დუელში იწვევს.
შაშიაშვილი ალასანიას იმ განცხადების გამო უპირისპირდება, რომელშიც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა აღნიშნა, რომ სახალხო კრება მხოლოდ ქუჩის აქციაა, მისი ლიდერები კი ქუჩის პოლიტიკოსები არიან.
"ეს დუელი აუცილებლად უნდა გაიმართოს. შესაძლოა, მასში ორივე დავმარცხდეთ, მაგრამ, დადგა ჩემი და ალასანიას პოლიტიკური დუელის დრო", - განაცხადა შაშიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფრენციაზე.
ამასთან, შაშიაშვილმა ალასანიას "ხურდაც" დაუბრუნა და მის აღნიშნულ მოსაზრებაზე საპასუხოდ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი "კრემლის წარმომადგენლების" თანამოაზრეობაში დაადანაშაულა.