მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის აზრით, ხელისუფლების დამარცება ცალ-ცალკე არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ შეუძლია.
როგორც ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული მიზნის მიღწევა მხოლოდ ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობითა და ერთიანი გეგმით იქნება შესაძლებელი.
"ხალხის ნდობა გვექნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ოპოზიციის რომელიმე ლიდერს პირველობის ამბიცია არ ექნება და ამ ამბიციებს დაივიწყებს. მარტო არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ შეუძლია ხელისუფლების შეცვლა და ეს კარგად ჩანს. ეს კარგად დავინახეთ 25 ნოემბერსაც, როცა პარლამენტის წინ სახალხო კრება გაიმართა", - განმარტა ნოღაიდელმა,
აღნიშნულ კონტექსტში, "სამართლიანი საქართველოსთვის" კოლეგებს გაერთიანებას - კონსოლიდირებულ ქმედებებს და ერთიანი გეგმის შემუშავებას სთავაზობს.