ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეხმიანება ფინეთის ლიდერების განცხადებას ალიანსში გაწევრიანების თაობაზე.
სტოლტენბერგის თქმით, ფინეთის ნატოში გაწევრიანება გააძლიერებს როგორც ალიანსს, ასევე თავად ფინეთს.
"თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის შეტანას, მათ გულთბილად მიესალმებიან ნატოში და გაწევრიანების პროცესი იქნება მოქნილი და სწრაფი", - ამბობს სტოლტენბერგი.
ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს, რომ ქვეყანა ნატოში უნდა გაწევრიანდეს "დაყოვნების გარეშე".
"ფინეთი არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, მოწიფული დემოკრატია, ევროკავშირის წევრი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ფინეთის ლიდერების განცხადებას უპასუხოდ არ დატოვა კრემლმაც. მათი თქმით, ფინეთის ნატოში გაწევრინება რუსეთისთვის საფრთხეა.