კრემლი ეხმიანება ფინეთის ლიდერების განცხადებას ნატოში გაწევრიანების თაობაზე.
"ნატოს გაფართოება ევრაზიის უსაფრთხოებას არ უწყობს ხელს, ფინეთის ალიანსში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
"რა თქმა უნდა", - განაცხადა კრემლის სპიკერმა შესაბამის კითხვაზე - წარმოადგენს თუ არა რუსეთისთვის საფრთხეს ნატოში ფინეთის მიღება, საპასუხოდ და დასძინა, "ნატოს შემდგომი გაფართოება ჩვენს კონტინენტს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს არ გახდის".
პესკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთი გააანალიზებს ალიანსში ფინეთის გაწევრიანების ვითარებას.
"რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გახდება სპეციალური ანალიზისა და აუცილებელი ზომების შემუშავების საფუძველი, რათა დაბალანსდეს სიტუაცია და უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი უსაფრთხოება", - თვა პესკოვმა.