ადამიანი, ტიპი რა დონის თავხედია, რომ გვეუბნება, რომ მიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო. ასეთი რამე გაგონილა? სისულელე 5 თუ 6 პირობა წააყენა, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებულ პირობებთან დაკავშირებით, რომელიც კლინიკა "ვივამედში" გადაყვანას ეხება.
ზარქუას თქმით, როგორც ყველა პატიმარს, ასევე მიხეილ სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, "შიმშილობა და არშიმშილობა მისი პირადი გადასაწყვეტია".
"სააკაშვილი შემოქმედი იყო იმ უბედურების, რაც ქვეყანაში და ციხეებში ტრიალებდა. სამედიცინო სერვისი კი არა, ხალხს პირდაპირ ასახიჩრებდნენ. გახსოვთ, ციხიდან რამდენი გარდაცვლილი გამოჰყავდათ და რა დღეში იყვნენ. ადამიანი, ტიპი რა დონის თავხედია, რომ გვეუბნება, რომ მიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო. ასეთი რამე გაგონილა? სისულელე 5 თუ 6 პირობა წააყენა. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესია, იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მას მაღალკვალიფიციურ კლინიკაში გადაყვანა შესთავაზა. მისი გადასწყვეტია, შეთავაზებას მიიღებს თუ არა. როგორც ყველა პატიმარს, ასევე მიხეილ სააკაშვილს ყველა სამედიცინო სერვისი მიეწოდება, შიმშილობა და არშიმშილობა მისი პირადი გადასაწყვეტია. რაც შეეხება თავდებობას, ეს ყველაფერი ცირკად აქციეს, შოუს ელემენტები შეიტანეს. თავდებში ვინ უნდა დაუდგეს, მათ შორის ავტორიტეტული რომელია, რომელიც პირობას დადებს და შემდეგ არ შეცვლის? კონკრეტული გვარი თქვით. ამ ადამიანს მისჯილი აქვს კონკრეტულ დანაშაულებზე და მორჩა, მან უნდა მოიხადოს", - განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევებისთვის კლინიკა "ვივამედში" გადაყვანა შესთავაზა, სააკაშვილი დათანხმდა, თუმცა რამდენიმე პირობა დაასახელა.