რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას 2011 წლისთვის ვარაუდობს.
შესაბამისი განცხადება რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ბერლინში ვიზიტისას გააკეთა, სადაც ის გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკერს შეხვდა.
"არ დარჩა არც ერთი საკითხი, რომელიც ღიაა, ამიტომ უკვე შეიძლება მოსკოვი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდეს. ამას ჩვენ მომავალ წელს ვვარაუდობთ", - განმარტა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ პუტინი გერმანიას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა.