ლიეტუვის სეიმმა (პარლამენტმა) ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. იუწყება Delfi.
"რუსეთის ფედერაცია, რომლის შეიარაღებული ძალებიც შეგნებულად და სისტემატურად ბომბავენ სამოქალაქო ობიეტქებს, წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს", - ნათქვამია დოკუმენტში.
მანამდე სეიმმა გენოციდად აღიარა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, ასევე გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი.
ლიეტუველი პარლამენტარების განცხადებით, ასეთი ტრიბუნალი უნდა ფლობდეს სახელმწიფოს ლიდერის, მთავრობისა და სხვა თანამდებოების პირების დაპატიმრების უფლებამოსილებას.