მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე, სიტყვით გამოსასვლელად აუცილებლად ჩავიდოდა.
„სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ რამე საჭირო იქნება, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული. პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის უსაფრთხოება იყოს ყოველთვის დაცული“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა დონალდ ტუსკმა მიხეილ სააკაშვილი როტერდამში, ყრილობაზე მიიწვია.