„საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2012 წლიდან, მართლაც ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი",- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ქართველი ხალხი ევროპას იმსახურებს.
"მესმის, ეს ძალიან რთულია და შეიძლება მარტივი არ იყოს, მაგრამ ბევრი კარგი ნაბიჯია გადადგმული,
ვფიქრობ, ქართველი ხალხი ევროპას იმსახურებს. ეს ჩვენი მოსახლეობის არჩევანია. ისტორიულად ასე იყო, ჩვენ ყოველთვის ევროპის ნაწილი ვიყავით და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ევროპა თავისუფლებასა და თანასწორობაზეა დაფუძნებული, ევროპა მშვიდობის და კეთილდღეობის გარანტია“, - განაცხადა კალაძემ.