საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა.
ოპოზიციის წარმომადგენელმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანიების ჟურნალისტებს, რომლებიც მისგან კომენტარის გაკეთებას ითხოვდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტექნიკა დაუზიანა.
პარტია "თეთრების" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა აღნიშნული გააპროტესტა და განმარტა, რომ არანაირ პროვოკაციას, მით უმეტეს, მედიის წარმომადგენლების მიმართ ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
"ჟურნალისტები არაფერ შუაში არიან. ისინი აკეთებენ თავიანთ საქმეს და მათ ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ", - განმარტა შაშიაშვილმა.
საპროტესტო აქცია ტელევიზიის წინ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.