თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას ეხმიანება.
"პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო, ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება ძალიან მარტივი, ჩაეძიოთ და მოიკითხოთ, ვინ არის პოდოლაკი, ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არის სამარცხვინო. ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "თუ ქართველი ხალხი ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია".