პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მიხეილ საკაშვილის მდგომარეობა საზოგადოებას არ აინტერესებს.
სუბარის თქმით, ამას მოწმობს ისიც, რომ "სააკაშვილის მხარდამჭერების რაოდენობა ჩამოვიდა გიული ალასანიამდე და თაკო ჩარკვიანამდე".
"როცა სააკაშვილის სასამართლო პროცესების დროს 20-30 კაცის მეტი ვერ გროვდება სასამართლოსთან და ამ დროს ქუჩაში 200 ათასი კაცის გამოსვლას ითხოვენ, ეს ნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებას არ აინტერესებს სააკაშვილის მდგომარეობა. ყველას კარგად აქვს გააზრებული, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე, უნდა მოიხადოს სასჯელი. იმასაც კარგად ხედავენ, რომ პენიტენციური სამსახური მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველაფერს აკეთებენ და მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება. მსგავსი იმედები სააკაშვილს მაშინ ჰქონდა, როცა საქართველოში შემოდიოდა, რომ მას 200 ათასი ადამიანი დახვდებოდა, მის დაჭერას არ დაუშვებდნენ, თუმცა ზის ციხეში. მსგავს იმედებს დღესაც არ კარგავს, მაგრამ მისი ოჯახის წევრებისა და თაკო ჩარკვიანის გარდა, მხარდასაჭერად არავინ გამოდის. მისი მხარდამჭერების რაოდენობა ჩამოვიდა გიული ალასანიამდე და თაკო ჩარკვიანამდე", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.