პარტია "საქართველოს გზის" წარმომადგენელი საკრებულოში და ფრაქცია "დედაქალქის" წევრი ნათელა მაჭავარიანი წყლისა და მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფის გაზრდას აპროტესტებს.
მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი ძალიან მძიმეა, ხელისუფლება ცდილობს ბიუჯეტი შეავსოს მოსახლეობაზე განხორციელებული ფინანსური რეკეტით, რაც გამოიხატება საკვებ პროდუქტსა და წამლებზე ფასების ზრდით, ბიზნესზე გახშირებული ზეწოლით თანხის ამოღების მიზნით, სამართალდარღვევების ტიპების და შესაბამისად ჯარიმების ოდენობის გაზრდით, რასაც ემატება ახალი ცვლილებები წყლის და ტრანსპორტის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით.
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ გადასახადები გასამმაგდა, ხოლო მოსახლეობის შემოსავლები და პენსია საარსებო მინუმუმზე ბევრად ნაკლებია", _ აცხადებს იგი.
ქალაქის მერ გიგი უგულავასთან შეხვედრის დროს მაჭავარიანმა და ფრაქციის სხვა წევრებმა მიიღეს დაპირება, რომ სატარიფო ცვლილებები არ განხორციელდებოდა. მაჭავარინი მერს დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს.