პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები წინასწარი რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაიშლებიან.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტია "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარემ კახაბერ შარტავამ განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ მოხალისეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს, რომლებიც შემდეგ წარმომადგენლობითი კრების მიერ ჩამოყალიბებული სტრუქტურებში გადანაწილდებიან.
რაც შეეხება, პარლამენტის წინ პერმანენტული ქციების გამართვა აქციის მონაწილები და ორგანიზატორები, მანამდე აღარ გემავენ, სანამ კრება სამოქმედო გეგმის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.