"ეროვნული ფორუმი" სამომავლო მოქმედებისთვის წარმომადგენლობით სახლხო კრებასთან შეთანხმების მიღწევას შეეცდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარემ კახაბერ შარტავამ განუცხადა, სამომავლო პროცესებისთვის მოსამზადებლი სამუშაოების დასაწყებად სჭიროა სახლხო კრების აღმსრულებელი საბჭოს შეკრება.
"შეხვედრაზე ჩვენს წინადადებას დავაყენებთ, სხვებისას მოვისმენთ, შევჯერდებით და ამის მიხედვით დაიწყება ის სამუშაო, რომლესაც ერთობლივად განვახორცილებთ თუ შევთანხმდებით, თუ ახლა ძალთა გერთიანება მოხდება უკეთესია, მაგრამ ამას გენერალური შეთანხმება სჭირდება", - აღნიშნა შარტავამ.
მისივე თქმით, თუ წარმომადგენლობით სახალხო კრებასთან შეთანხმებას ვერ შესძლებენ "ფორუმი" მუშაობას კვლავ მარტო გააგრძელებს.
"ვეცდებით, რომ ყველანირად მოვახერხოთ შემთანხმება, რადგან კრების ლეგიტიმაცია ამ პროცესოსთვის უკეთესია, ვიდრე ცალკეული პარტიის მიერ საქმის მარტო კეთება", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "ფორუმის" ლიდერმა.