სახალხო კრების ლიდერები კონკრეტული მოთხოვნების გადასაჭრელად საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შევიდნენ.
ტელევიზიის შენობაში შევიდნენ ეკა ბესელია, გოგი ქავთარაძე და ელიზბარ ჯაველიძე.
ლიდერები აპირებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას გააცნონ მოთხოვნა, კრების ყველა გადაწყვეტილების გაშუქების შესახებ.
მომიტინგეები აქციას განაგრძობენ.
ხალხთან ერთად დარჩა მოძრაობა "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი.