მომიტინგეები მშვიდობიანი მსვლელობით ტელევიზიასთან მივიდნენ.
მომიტინგეებთან ერთად არ იმყოფება ეროვნული ფორუმი, რომელიც პარლამენტთან დარჩა. პარლამენტთან მყოფი ხალხი სახალხო კრების სხვადასხვა კომიტეტებში რეგისტრაციას ახორციელებს.
ტელევიზიასთან არიან სახალხო წარმომადგენლობითი კრების წევრები ეკა ბესელია, გოგი ქავთარაძე, თემურ შაშიაშვილი.
როგორც ლიდერები აცხადებენ, ისინი ტელევიზიაში შევლენ, მშვიდობიან ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ მომიტინგეებმა გზის გარკვეული ნაწილი დაიკავეს.
ტელევიზიასთან, დაახლოებით, 500-მდე ადამიანია შეკრებილი.