"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას აზრით, "სახალხო კრების" მიერ არჩეული აქციების გზა შედეგის მომტანი არ იქნება.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განუცხადა, "თავისუფალი დემოკრატები" კრების ქმედებებს და ზოგადად კრების არსებობას უპერსპექტივოდ მიიჩნევს.
"ხალხს უფლება აქვს, შეიკრიბოს და პროტესტი გამოხატოს. დიდ პატივს სცემს ხალხის პროტესტს, თუმცა ეს გზა შედეგების მომტანი ვერ იქნება. ერთადერთი სწორი გზა, ეს არის საარჩევნო გარემოს შეცვლა და არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება. სხვა გზა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს, ხალხი სხვა ალტერნატივაში დაარწმუნოს, არაგულრწფელია", - განმარტავ ალასანია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ უკვე ორი საათია "სახალხო კრების" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს.