საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ეროვნული დაუმორჩილებლობის პროცესის მომზადება სამართლებრივი სფეროდან გასული და აბსურდული გადაწყვეტილებაა.
ამის შესახებ უმრვლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა სახალხო წარმომადგელობითი კრების გუშინ მიღებული გადაწყვეტილებიბის შეფასებისას აღნიშნა.
"დემოკრატიის პირობებში ნებისმიერ ადმიანას შეუძლია შეიკრიბოს და გამოხატოს, დააფიქსიროს თავის აზრი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად ეს უფლება გარანტირებულია კანონის ფარგლებში. ეს რაც შეეხება იმ ხალხს, რომელმაც თავის გულისტკივილი გამოხატა გუშინდელ აქციაზე. რაც შეეხება პოლიტიკური ლიდერების ქმედებებს, მათ საქცილეს, მათ გეგმებს, ვფიქრობ, რომ ცოტა დაბნელულებაა მათი მხრიდან, რადგან ძირითადი შედეგი იყო ის, რომ ნინო ბურჯანაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი რაღაცაში აირჩიეს", - აღნიშნა კუბლაშვილმა და აქვე დასძიან, რომ თუ ვინმეს სადმე არჩევა უნდოდათ ამისთვის ხალხის გამოყვანის საჭიროება არ იყო.
რაც შეეხება სახალხო წარმომადგენლობით კრების გეგმებს და გადაწყვეტილებებს, კუბლაშვილი მიიჩნებს, რომ "სამართლებრივი სფეროდან გასული გადაწყვეტილება და აბსურდამდე მიდიან ჩვენი კოლეგები. ეს ფრაზები უფრო დაბნეულობის ბრალია, ვიდრე გაზრებული ქმედების".
ამასთან, პავლე კუბლაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების კრების მიერ ბათილად ცნობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო დიპლომატიურ სკანდაკს გადარჩა, თუ გუშინ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილების ცნეს ბათილად და სხვა ქვეყნების კონსტიტუციებს არ შეეხნენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამეტის შენობის წინ გუშინ წამოამდგენლობით სახლხო კრება გაიმართა, რომლის გადაწყვეტილებითაც 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები ბათილად იქნა გამოცხადებული, ასევე კრების დელეგატებმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს იმპიჩმენტი, ხოლო მთავრობის პირველ პირებს უნდობლობა გამოუცხადეს.