დანია უკრაინას Piranha III ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს გადასცემს. ამის შესახებ "ევროპეისკა პრავდა" დანიურ გამოცემა OLFI-ზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის თანახმად, უკრაინა 8х8 ვერსიის 25 ბორბლებიან ჯავშანტრანსპორტიორს მიიღებს.
Piranha-ს შვეიცარიული კომპანია MOWAG აწარმოებს. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასიური ჯავშანტექნიკის პლატფორმა.
ამასთან, დანია უკრაინას მიაწვდის M113 ტიპის მუხლუხოიან 50 ჯავშანტრანსპორტიორს და М10 კლასის მძიმე ნაღმტყორცნებსა და ათასობით ჭურვს ნაღმტყორცნებისთვის.
დანიის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, M113 ტიპის მუხლუხოიან ჯავშანტრანსპორტიორს აქვს უფრო ძლიერი ძრავები, ახალი აღჭურვილობა და უფრო ძლიერი ჯავშანი.