რუსთაველის გამზირიდან მომიტინგეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობისკენ გადაინაცვლებენ.
მოძრაობა "თავისუფლება უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელის ეკა ბესელიას მოწოდებით პარლამენტიდან საზოგადოებრივ მაუწყებლის შენობამდე მშვიდობიანი მსვლელობა მოეწყობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან კი საჯარო განცხადებები გაკეთდება.
"სახალხო კრება საზოგადეობრივ მაუწყებელს კიდევ ერხელ მოუწოდებს საპროტესტო აქციის პირდაპირ ეთერში გაშვებას. ასეთივე მოთხოვნა ჰქონდა სახალხო კრებას გუშინ, თუმცა მათ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. საზოგადეობრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას არ ესმის ხალხის ხმა. მისვლისთანავე გავაკეთებთ განცხადებას რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს გადავცემთ" - გაბაცხადა ბესელიამ.