ირაკლი ბათიაშვილი: გუშინ კრებაზე ხალხის არასაკმარისი რაოდენობის გამო ავანტურაზე წასვლა არ ღირდა.
ამის შესახებ ბათიაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"გუშინ ჩატარდა გრანდიოზული სახალხო კრება. მიღებული იქნა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც უნდა მიღებულიყო. არჩეული იქნა სათათბირო დარბაზი და აღმასრულებელი საბჭო. უახლოეს მომავალში აღმასრულებელი საბჭო საზოგადოებას გააცნობს იმ გეგმებს, რომელიც პროცესის სამართავად იქნება საჭირო. სოლიდური რაოდენობის ხალხი მოვიდა. თუმცა 20 ათასი კაცით ავანტურაზე და რისკზე წასვლა არ ღირდა. პროცესი იმუშავებს უწყვეტ რეჟიმში. უახლოეს პერიოდში მივაღწევთ იმ პიკს, რომლის შემდეგაც რეალურად დაიწყება ჩვენი მიზნების განხორციელება", - განაცხადა ბათიაშვილმა.
მისივე თქმით, მათი მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა და ეს მოხდება, როგორც აქციებით, ასევე სხვადასხვა მეთოდებით.