ეროვნული ფორუმის ლიდერის კახა შარტავას განცხადებით, პარლამენტთან დღეს მიმდინარე აქციაზე მოსული ხალხი უნდა დაიშალოს და ეს ხალხი უნდა ჩაერთოს იმ პროცესებში აქტიურად, რომელსაც წარმომადგენლობითი სახალხო კრება აპირებს.
მისი თქმით, ეს ხალხი უნდა ჩაეწეროს იმ კომიტეტებში, ასევე ქომაგის ლიგაში და სახალხო პატრულში, რომელიც გუშინ კრებაზე დამტკიცდა.
"აქციებით არ უნდა გაგრძელდეს ჩვენი პროცესები. აქციების ნაცვლად ჯობია სხვადასხვა უფრო აქტიური მეთოდებით მოხდეს აქციაზე მოსული ხალხის დასაქმება. რაც გამოხატება ჩვენს მიერ შემუშავებული საორგანიზაციო საკითხებში ჩართვაში. არ უნდა მოხდეს უაზრო აქციები აქციებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ვინც აქ არის და არ არის, გავერთიანდეთ და უნდობლობის პროცესი აქტიურად დაიწყოს. ამისთვის კი საჭიროა შემდეგ კრებაზე თითოეულს გუშინ ვინც იყო სამი ან ხუთი ადამიანი მოჰყვეს", - განაცხადა ეროვნული ფორუმის თავმჯდომარემ კახა შარტავამ.