პირველ ხუთეულში არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები ძირითადად, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობას აქვს იმის სწორი აღქმა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, - აცხადებს IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ბევრი რამ აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის.
"მისი ხელმძღვანელობით ძალიან ბევრ განსაცდელს ავერიდეთ და აერიდა საქართველო. რაც შეეხება ამ რეიტინგებს, ის უკვე გასულია პოლიტიკიდან და არც ჩანს, ამიტომ რამდენად სწორი იყო მისი ჩართვა ამ ნუსხაში, ეს კიდევ სხვა საკითხია. ზოგადად, იმ ჩამონათვალში, პირველ ხუთეულში არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები ძირითადად, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობას აქვს იმის სწორი აღქმა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, - განაცხადა ზარქუამ.