პარლამენტის შენობასთან აქციაზე ხალხი ნელ-ნელა იკრიბება. ჯერჯერობით არ გამოჩენილან პოლიტიკური ლიდერები, არც სახალხო კრების წარმომადგენლები.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი აქციაზე მისვლის მთავარი მიზანი არსებული რეჟიმის შეცვლაა. დაახლოებით 500 კაცამდეა შეკრებილი.
აქციაზე ელოდებიან ეროვნული ფორუმის ლიდერებს და წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრებს.