რუსეთი საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაიწყებს. აცხადებს რუსი ექსპერტი, პორტალ "კრემლ. ორგ"-ის შეფ-რედაქტორი პაველ დანილინი.
"კრემლის ნებისმიერი რეაქცია მიხეილ სააკაშვილი ნებისმიერ ინიციატივაზე მისი გადადგომის გარდა გრილი იქნება. ან უბრალოდ არავითარი რეაქცია არ იქნება, სხვა ვარიანტს უბრალოდ ვერ ვხედავ", _ აცხადებს დანილინი საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
მისივე განცხადებით: "ადამიანი, რომელმაც დაიწყო ომი და რომელიც კლავდა რუსეთის მოქალაქეებს სხვას არც არაფერს არ უნდა ელოდოს".
"მას შეუძლია რუსული კარტი ნებისმიერ შიდაპოლიტიკურ თამაშში გამოიყენოს, შეუძლია შეუკვეთოს სტატიები, რომელშიც არის ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ვიღაც ბიზნესმენები მასთან მოსალაპარაკებლად დაფრინავენ. ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულია. მასთან არავინ არ აპირებს მოლაპარაკებას", _ აცხადებს პაველ დანილინი.
მასალის გამოყენების პირობები