შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს ხანმოკლე პრესკონფერენცია გამართეს.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს სისასტიკეების ჩადენას უკრაინაში, უკრაინელები კი მტკიცედ დგანან ამ დამანგრეველი ომის წინაშე.
"სიკვდილისა და ნგრევის ხილვა, რასაც რუსეთი სჩადის, საშინელებაა", - თქვა ბლინკენმა.
"მაგრამ უკრაინელები დგანან, მტკიცედ დგანან და ამას აკეთებენ იმ მხარდაჭერით, რომლის კოორდინირებაც შევძელით მთელ მსოფლიოში", - დასძინა მან.
ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი "მარცხდება თავის საომარ მიზნებში", მაშინ როდესაც უკრაინა წარმატებას აღწევს.
ბლინკენმა დასძინა, რომ "სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იქნება, ვიდრე ვლადიმერ პუტინი რუსეთში ხელისუფლებაში".
შეგახსენებთ, 24 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ.