საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს.
"გილოცავთ. თქვენთან ერთად საფრანგეთმა გაიმარჯვა! ევროპა იმარჯვებს! ჩვენ ვიმარჯვებთ, ქართველები, უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომელსაც რუსეთი იძულებული იქნება პატივი სცეს და ვერ შეძლებს მის მოსყიდვას ან დანგრევას!" - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით,საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი 58.2%-ით იმარჯვებს.