წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმარჯვებს.
გამოკითხვების თანახმად, ემანუელ მაკრონი ხმათა 58.2 პროცენტით იმარჯვებს, მის კონკურენ მარინ ლე პენს კი ხმათა 41.8 პროცენტი აქვს.
როგორც ჩანს ემანუელ მაკრონი გახდება საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელიც მეორე ვადით დაიკავებს ქვეყნის უმაღლეს თანამდებობას.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 27.6%, ხოლო მარინ ლე პენმა - 23,41% მიიღო.