ალექსანდრე ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის პროტეჟეები ამხილა. ბელორუსის პრეზიდენტმა გაზეთ "ფიგაროს" განუცხადა, რომ ორ კანდიდატს ნეკლიაევს და სალნიკოვს რუსეთი დააფინანსებს.
ლუკაშენკოს თქმით, ეს ინფორმაცია მას რეალური ფაქტებიდან გამომდინარე აქვს, თუმცა მათი დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის საზღვართან რუსი კურიერი დააკავეს, რომელსაც ბელორუსის ოპოზიციისათვის რუსეთიდან 200 ათასი აშშ დოლარი გადაჰქონდა.
საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში 15 დეკემბერს უნდა გაიმართოს.