მიხეილ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივას კონსტრუქციულ ნაბიჯად აფასებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი.
"მივესალმები მიხეილ სააკაშვილის მიერ 23 ნოემბერს სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე გაკეთებულ ამ განცხადებას. მე მას განვიხილავ როგორც კონსტრუქციულ ნაბიჯს და პოზიტიურ წვლილს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობაში.
ხაზს ვუსვამ, ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობას სადაც დღის წესრიგში მთავარი ადგილი სწორედ ძალის გამოუყენებლობის საკითხს უკავია. მოუთბენლად ველით საქართველოს შემდგომ ნაბიჯებს", _ აცხადებს ეშტონი.
მისივე თქმით, ევროკავშირი მზადაა კვლავაც აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებაში.