რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, შუადღისას გააფართოვა იმ პირთა სია, რომლებსაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთში შესვლა ეკრძალებათ.
ახალი გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს კამალ ჰარისს, Meta-ს დამფუძნებელ მარკ ზაკერბერგსა და პენტაგონის სპიკერს ჯონ კირბის.
სიაში სულ 29 ამერიკელი ოფიციალური პირი და ჟურნალისტი მოხვდა.
"ამ პირებს განუსაზღვრელი ვადით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციაში შესვლა", - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გასულ თვეში, მოსკოვმა რუსეთში შესვლა აუკრძალა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და ამერიკის სხვა ოფიციალურ პირებს.