უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანება შეაჩეროს მარიუპოლის ქარხანა "აზოვსტალის" შტურმი, ნიშნავს, რომ რუსეთის ძალებს ფიზიკურად არ შეუძლიათ მისი აღება.
"ეს ნიშნავს შემდეგს - მათ ფიზიკურად არ შუეძლიათ "აზოვსტალის აღება", მათ ეს გააცნობიერეს. მათ იქ განიცადეს უზარმაზარი დანაკარგები, ჩვენი დამცველები კი მის შენარჩუნებას აგრძელებენ... შტურზმე უარის თქმა შესაძლოა კიდევ იმით აიხნას, რომ მათ თავისი ძალების ნაწილი გადააჯგუფეს ჩრდილოეთით [მარიუპოლიდან] იმისთვის, რომ გააძლიერონ თავიანთი დანაყოფები, რომლებმაც უნდა შეასრულონ მთავარი პოლიტიკური ამოცანა - გავიდნენ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე. ვაცხადებ, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ", - განაცხადა არესტოვიჩმა.
შეგახსნებთ, აგრესორი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "აზოვსტალის" სამრეწველო ზონის შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა.
პუტინის თქმით, "აზოვსტალის" ზონის შტურმი არამიზანშეწონილია. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე მან თავისი გადაწყვეტილება რუსი სამხედროებისთვის სიცოცხლის გადარჩენის მოსაზრებით ახსნა და მოითხოვა "აზოვსტალის" სამრეწველო ზონის ბლოკირება ისე, რომ „ბუზი ვერ შეფრინდეს“