ნორვეგიის მთავრობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საზენიტო-სარაკეტო სისტემებს "მისტრალს" გადასცემს. ამის შესახებ ოთხშაბათს, 20 აპრილს, სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა.
"მისტრალის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა არის ეფექტური იარაღი, რომელიც უკვე გამოიყენება საზღვაო ფლოტში და დიდ სარგებელს მოუტანს უკრაინას", - განაცხადა მან.
გამოცემა Stavanger Aftenblad-ის ცნობით, საუბარია საჰაერო თავდაცვის ისეთ სისტემებზე, რომელთაგან დაახლოებით 100 რაკეტის გაშვება შეიძლება. მედიის ინფორმაციით, ოსლო ამ სისტემების ახლით ჩანაცვლებას გეგმავდა, შესაბამისად, "მისტრალის" უკრაინისთვის გადაცემა ნორვეგიის ფლოტის ოპერატიულ შესაძლებლობებზე გავლენას არ მოახდენს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ სისტემების ჩანაცვლება გადავწყვიტეთ, ის მაინც თანამედროვე და ეფექტური იარაღია, რომელიც უკრაინას დიდ სარგებელს მოუტანს“, - განაცხადა ბიორნ არილდ გრამმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი, კანადა და შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით საარტილერიო საშუალებებს მიაწვდიან.