1995 წელს, ირანში, საქართველოს საელჩოში საგამოფენოდ გატანილი 15 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრიდან 4 ექსპონატი საქართველოს ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა.
ექსპონატების საქართველოში დაბრუნებისა და ნამუშევრების მნიშვნელობაზე კულტურის მინისტრმა ბრიფინგზე ისაუბრა.
"დღეს ჩვენ 27 წლის თავზე, საქართველოს ეროვნულ გალერეას ვუბრუნებთ 4 ექსპონატს, რომელიც 1995 წელს დროებით საგამოფენოდ იყო გატანილი საქართველოს საელჩოში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. ჩვენ რა თქმა უნდა, უცხოეთში გატანილ ნამუშევრებზე მუშაობას ვაგრძელებთ, ამჟამად მიმდინარეობს სხვადასხვა ექსპონატის დაბრუნება საბერძნეთიდან და ბელგიიდან,"- აცხადებს თეა წულუკიანი.