შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ვიზიტი შედგა უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართული დელეგაციის ვიზიტით ბევრი გაუგებრობა გაიფანტა.
"შედეგის მიხედვითაც, ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ბევრი გაუგებრობა გაიფანტა ვიზიტის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ არაერთი ის ინფორმაცია, რომლის გარშემოც წუხილი ჰქონდათ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დაფუძნებული იყო ტყუილზე და ეს ტყუილი მათ მიეწოდებოდათ შესაბამისი დაჯგუფებების მხრიდან საქართველოში, რომლებიც არ ერიდებიან ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ფეიკ ნიუსების კულტურას, ამ კულტურის დამკვიდრებას. მათ აქვთ წვდომა სახელისუფლებო რესურსზე უკრაინაში, ისინი არ ერიდებოდნენ ტყუილის გავრცელებას. შესაბამისად, ეს ვიზიტი სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ უშუალო კონტაქტის დროს წერტილი დაესვას გაუგებრობებს და ჩვენი მეგობრები ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას, რეალურ ფაქტებზე. იცოდნენ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩართულობით, დგას მათ გვერდზე ამ უმძიმეს ჟამს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.