წარმომადგენლობითი სახალხო კრების ირგანიზატორები მხარდამჭერებს პარლამენტის შენობასთან 26 ნოემბერს, 14:00 საათზე ელოდებიან. ამ დროიდან იგეგმება საპროტესტო მიტინგის განახლება."ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ორგანიზატორები ხვალინდელი დღისთვის ემზადებიან
მან შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა, ვისაც სურს, დარჩეს დღეს პარლამენტის შენობასთათან და ღამე გაათენონ. ხოლო ვისაც ეს არ შეუძლია, ხვალ, 14.00 საათზე პარლამენტთან ისევ მივიდეს.
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილთა რაოდენობა შემცირდა. ისინი მას შემდეგ დაიშალნენ, რაც რუსთაველის გამზირი სახალხო კრების ორგანიზატორებმა ნინო ბურჯანაძემ და კახა შარტავამ დატოვეს.
პარლამენტის წინ რამდენიმე ათეული ადამიანია დარჩენილი. ოპოზიციის ლიდერებიდან მათთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში მხოლოდ "კონსერვატორი" ლაშა ჩხარტიშვილი დარჩება.